საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, უკვე მეხუთედ, კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს უკრაინაში, კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე “PECHERSKI KASHTANY“ – 2019.
საკონკურსოდ წარდგენილი 6 ნომინაციიდან ექვსივემ საპრიზო ადგილი დაიმსახურა: პედაგოგ ლელა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა მარი კობზონაძემ და მაკა იოსელიანმა ფეხაცმლის კოლექციის წარდგენისათვის I ადგილი მოიპოვეს; პედაგოგ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით ტანსაცმლის კოლექციის წარდგენისათვის სტუდენტმა ანი ხაჭიპერაძემ - II ადგილი, პედაგოგ ანზორ გვეტაძის სტუდენტებმა ორი პირველი, ერთ მეორე და ერთი მესამე ადგილები – გობელენის, ბატიკისა და თექის ნამუშევრებისათვის.
საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის შემოქმედებითი ჯგუფი კვლავაც გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას, რათა კიდევ ბევრჯერ ასახელოს მშობლიური უნივერსიტეტი.