2019 წლის 30 ივნისს საინჟინრო–ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა თავის კურსდამთავრებულებისათვის უნივერსიტეტიდან გაცილების ცერემონია ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იზეიმეს. საზეიმო ღონისძიება დაემთხვა ახალციხის ტრადიციულ ზეიმს – ახალციხელობა – 2019, რომელსაც ქალაქი და რეგიონი ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო რეწვის ფესტივალითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. უნივერსიტეტის მანტიებით შემოსილებმა სტუდენტებმა იქ მყოფი საზოგადოების (განსაკუთრებით უცხოელების) ყურადღება დაიმსახურა.
სტუდენტებს ახალციხის მერმა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა უმასპინძლა, ბაკალავრიატის დამთავრება მიულოცა და მადლობა გადაუხადა, რომ მათი ქალაქის დღესასწაული თავისი სტუმრობით გაალამაზეს და გაამრავალფეროვნეს, პრესსამსახურის თანამშრომლებმა ფაკულტეტის დეკანისა და სტუდენტებისაგან ინტერვიუ აიღეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.