10 დეკემბერს, საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა მარსელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დმიტრო კანდასკალოვი, რომელმაც დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს (საბაკალავრო პროგრამა: გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგია, (საბაკალავრო პროგრამა: ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია) გააცნო მარსელის უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები და კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა DFT გამოთვლების გამოყენებას ქიმიასა და ტექნოლოგიებში.
პროფესურისა და სტუდენტების მიერ დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია მარსელის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს უცხოელ სტუდენტებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა მარსელის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.