2021 წლის 15 სექტემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო პროგრამის „სასურსათო ტექნოლოგია" მაგისტრანტთა (ლანა ჯვარშეიშვილი, გიგა ჭაბუკიანი, თამარ ლაცაბიძე, მარიამ რობაქიძე) მიერ შესრულებული სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. თემები ეხებოდა ნატურალური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრებული, მაღალი კვებითი ღირებულების, სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების და ჯანსაღი კვების პროდუქტების ახალი ტექნოლოგიების დამუშავებას. წარმოდგენილი თემების აქტუალობიდან და მიღებული შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის მიერ გაიცა რეკომენდაცია კვლევის მიღებული შედეგების კომერციალიზაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელების შესახებ „პოსტ“ მაგისტრატურის პერიოდში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოთხივე მომხსენებლისათვის სასურსათო ტექნოლოგიის (0721) მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ.