საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის პერსონალის მიერ წარმოდგენილი კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით შემდეგი სამეცნიერო კვლევის მიმართულებებით:
1. გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ინჟინერია და უსაფრთხოება;
2. სამკერვალო და ტყავის ნაკეთობათა კონსტრუქციის ევოლუცია, დიზაინი, ტექნოლოგია და მასალათმცოდნეობა;
3. საკვები პროდუქტების მეცნიერება, ტექნოლოგია და უვნებლობა;
4. სპეციალური ტექსტილის ტექნოლოგიები და მასალათმცოდნეობა;
5. ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ტექნოლოგია.
კონკურსის პირობები იხ. თანდართულ დოკუმენტში.