საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე (ოქმი № 4, 11.11. 2021 წ) განხილული იქნა აწსუ-ს აკადემიური საბჭოს №50 (20/21) დადგენილების თანახმად კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები. საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნა სამი პროექტი. პროექტების შეფასება განხორციელდა აწსუ-ს №50 (20/21) დადგენილებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის 19 ოქტომბერის 2021 წლის #2 განკარგულების - „ფაკულტეტებზე კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით სახელმძღვანელო კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ“– მიხედვით, შესაბამისი დეპარტამენტებიდან გამოყოფილი დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარი საექსპერტო კომისიების მიერ. ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიიდან, პროექტების დაფინანსების მიზნით, ფაკულტეტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, გამარჯვებულად გამოცხადდა ორი პროექტი:
1. „მაღალი ბიოლოგიური ღირებულების საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიის შემუშავება“ - პროექტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ცირა ხუციძე („საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების დეპარტამენტი“);
2. „გარემოსადმი მეგობრული კომპოზიციური მასალების მიღებისა და რესურსების აღდგენის ტექნოლოგიების კვლევა ტუნგის ზეთისა და მისი წარმოების ნარჩენების გამოყენებით“- პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ციცინო თურქაძე („ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი).