2022 წლის 13 ივნისს გაიმართა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მაია გრძელიძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნანა თხელიძე. კონფერენციაზე როგორც ბაკალავრიატის, ისე მაინორ-პროგრამის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ იქნა საინტერესო მოხსენებები. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ წარიმართა დისკუსია და მომხსენებლებმა პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.