უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2022 წელს აკრედიტაცია გაიარა ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამამ, რომელიც შემუშავდა Erasmus+ პროექტის “საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მენეჯმენტის და კლიმატის მართვის სამრეწველო კომპონენტები და კლიმატის ცვლილების პრევენცია - CLIMAN” მხარდაჭერით. პროექტში ხორციელდება უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებში და მასში მონაწილეობენ ევროპული უნივერიტეტები (გერმანია, ლიეტუვა, ლატვია). პროექტის ფარგლებში, აწსუ-ს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შემუშავდა სასწავლო მოდული „კლიმატის მენეჯმენტი“, რომელმაც გაიარა ევროპული უნივერსიტეტების ექსპერტთა შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და შეფასდა უმაღლესი შეფასებით. მოდული „კლიმატის მენეჯმენტი“ სავალდებულო მოდულის სახითაა ჩართული ახლადაკრედიტებულ გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაში.