სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი „შავი ზღვის მეცნიერება 2022“ - International Competition of Student Scientific Works “Black Sea Science 2022” ჩატარდა ოდესის ეროვნულ ტექნოლოგიეუ უნივერსიტეტში (უკრაინა).
საკონკურსოდ წარდგენილ იქნა სამეცნიერო სტატია „საბრძოლო მოქმედებების ზეგავლენა გარემოზე: მსოფლიოსა და უკრაინის გამოცდილება“, ავტორები: ნატალია ბოგაჩი (ლვოვის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), ნანა ლაბაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ხელმძღვანელები: პროფ. მიროსლავ მალოვანი, პროფ. ციცინო თურქაძე.
კონკურსის ჟიური 117 სპეციალისტისგან შედგებოდა. მათგან 73 იყო 19 უცხო ქვეყნიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია, ანგოლა, ბენინი, იტალია, ჩინეთი, თურქეთი, პაკისტანი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, საქართველო, ბულგარეთი, მოლდოვა.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 225 ნამუშევარი, მათ შორის 45 ნამუშევარი უცხოური უნივერსიტეტებიდან, მათგან 16 შემუშავებულია უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, ასევე 160 ნამუშევარი უკრაინის სხვა დაწესებულებებიდან. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 27 უცხოური უნივერსიტეტიდან ისეთ ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ, გერმანია, ინდოეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბულგარეთი და მოლდოვა.
ნატალია ბოგაჩისა და ნანა ლაბაძის ნაშრომმა სექციაში „ეკოლოგია და გარემოს დაცვა“ მიიღო ყველაზე მაღალი საკონკურსო შეფასება და დაიმსახურა პირველი ადგილი.