საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრებმა უკრაინაში, ქ. კიევში გამართულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა, სამი ნომინაციიდან სამი საპრიზო ადგილი დაიმსახურა: ბატიკა - პირველი ადგილი (პედაგოგი ანზორ გვეტაძე), ფეხსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, დოქტორანტი მარიკა ხარაბაძე, ტანსაცმლის კოლექცია - მეორე ადგილი, თეკლა ტყავაძე (პედაგოგი ხათუნა დარსაველიძე).