“ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების” დეპარტამენტი ჩართულია საჯარო სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების პროცესში

ტესტი

2017 წლიდან ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი აქტიურად ჩაერთო  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამით“ გამოცხადებულ კონკურსში. აღნიშნული ქვეპროგრამის მხარდაჭერით, 2017 წელს იმერეთის რეგიონის 15 საჯარო სკოლაში  განხორციელდა  ორი სასწავლო კურსი:  შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა; ავეჯის დიზაინი და დამზადება.


2018 წელს კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმდინარეობს  ქუთაისის, ზესტაფონის, ბაღდათის, წყალტუბოსა და თერჯოლის  12 საჯარო სკოლაში.
დაგეგმილი სასწავლო პროცესი გაჯერებულია ფუნქციური, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებით,  მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარება ხდება, როგორც სასკოლო სივრცეში, ასევე ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორიებში. პროექტი მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სკოლების მჭიდრო თანამშრომლობით, რაც კარგი საფუძველია შემდგომი საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის.