მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ინტერდისციპლინარული კვლევითი კლასტერი შექმნილია - ბიზნესის, სამართლის და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული შიდასაგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება №5 (26.09.2018).
პროექტის და კლასტერის ხელმძღვანელი: აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამანტის ფინანსების მიმართულების პროფესორი გიორგი ღავთაძე.
კლასტერის საქმიანობის პრინციპები: მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კლასტერი წარმოადგენს ისეთ ახალ აკადემიურ ორგანიზაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს მაღალრეიტინგულ აკადემიურ პერსონალს და გამორჩეულ სტუდენტებს (დოქტორანტებს, მაგისტრანტებს), რომლებიც თავის კვლევებს აფუძნებენ აკადემიურ რელევანტობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე, ბიზნეს სექტორი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.
კლასტერში კვლევისა და სწალებისათვის განსაზღვრულია ე.წ. „ქოლგა“-თემა ან თემები, რომელთა განხორციელებაში თანაბარღირებულ მონაწილეობას მიიღებენ როგორც მკვლევარ-პროფესორები, ისე დოქტორანტები და მაგისტრანტები.
კლასტერი წარმოადგენს პარტნიორობისა და კოლაბორაციის პრინციპის რეალიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ მონათესავე სამეცნიერო სუბიექტებთან, ასევე უცხოურ სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებთან კოოპერაციის, ისე მკვლევარების გაერთიანების საფუძველზე წინასწარ შერჩული პრობლემის ირგვლივ. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით პროცესში განსაზღვრულია როგორც რეგიონული, ისე უცხოელი პარტნიორების ჩართულობა.
იმავდროულად, ამგვარ ცენტრებში შესრულებული კვლევები ხელს უნდა უწყობდნენ საზოგადოების სამართლებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ სხვა სოციალური სისტემების უფრო გამართულ ფუნქციონირებას. ამ ტიპის ორგანიზაციული ერთეულების დადგენილი პროგრამების საფუძველზე, ძირითადი საკვლევი თემების ფარგლებში მოზიდული იქნებიან დოქტორანტები და მაგისტრანტები, რომლებიც ამ თემებთან დაკავშირებით მოამზადებენ სადისერტაციო ნაშრომებს, სემინარებს, სამეცნიერო სტატიებს და ა.შ. სტუდენტები თავიანთი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ შესაბამისი კოლოქვიუმების, ვორქშოპების, ბლოკ-სემინარების, სემინარების დროს. პარალელურად, აღნიშნული სამეცნიერო კვლევის შედეგები დაინერგება უსდ-ების სასწავლო პროცესში.
კლასტერის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია. ამ მიზნით, კლასტერში მუდმივად (გარკვეული პერიოდულობით) იქნებიან მოწვეული უცხოური უნივერსიტეტების პროფესორები და მეცნიერ-მკვლევარები შესაბამისი დარგებიდან, სასწავლო, სამეცნიერო და საჯარო ღონისძიებების ჩასატარებლად.
კლასტერის მიზანი:
I. კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. მეცნიერებისა და სწავლების განვითარება ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის კუთხით, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში დანერგვა, სწავლისა და კვლევის ერთიანობის განხორციელება. მსგავსი ორგანიზაციული სტრუქტურები ხელს შეუწყობენ იმას, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოელი პროფესორები იყვნენ სტუდენტების თანახელმძღვანელები. ქართველ დოქტორანტებს ეს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ;
II. ფაკულტეტ(ებ)ის კვლევითი პროფილის გაღრმავება და კვლევითი საქმიანობის კომერციალიზაციის შესაძლებლობების განვითარება. ნებისმიერი უნივერსიტეტის თანამედროვე განვითარების ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართლებაა უნივრესიტეტის მე-3 მისიის შრულფასოვანი შესრულება - ინდუსტრიასთან კოოპერაციის გაღრმავება, რაც ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვლევების ორგანიზებით, განხორციელებითა და საკუთარი კვლევითი პოტენციალის კომერციალიზაციის შესაძლებლობების განვთარებით მიიღწევა;
III. აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ამგვარი სტრუქტურები მიმართულია განსაკუთრებულად წარმატებული პროფესურისა და სტუდენტების ახალი ჯგუფების მხარდაჭერისაკენ. უსდ-ების განვითარების ამგვარი სტრატეგიები აკადემიური სივრცის ფარგლებში კოლაბორაციისა და ინტერნაციონალიზაციის საფუძველზე, მყარ წინაპირობას ქმნის უსდ-ს გამართულად ფუნქციონირებისათვის.
კლასტერის საქმიანობის მომავალი პერსპექტივა.
კლასტერები, ზოგადად, უსდ-ების განვითარებას დინამიურს ხდის და საგრძნობლად ამაღლებს სასწავლო-კვლევით პოტენციალს, რადგან ასეთი ინტერდისციპლინური ორგანიზაციული სტრუქტურები ხელს უწყობენ საერთაშორისო დონის მაღალ-რეიტინგული მეცნიერ-მკვლევარების მოზიდვას და სტუდენტთა (დოქტორანტთა) შორის ახალი ჯგუფების აღმოჩენას, რომელთაც მაღალი კვლევითი პოტენციალი გააჩნიათ.
აღნიშნული მნიშვნელოვნად განაპირობებს უსდ-ების კონკურენტუნარიანობის ამაღალებას და აჩქარებს მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესს. ამ ტიპის სტრუქტურებში კვლევა და სწავლება თემატურად არის ორიენტირებული. წარმატებული თემატური პრიორიტეტები კი, უსდ-ების სტრატეგიებისათვის მეტად მნიშვნელოვანი სტრუქტურებია, ვინაიდან ისინი განსაზღვრავენ კვლევის ახალ ველებს და დაფინანსების ახალი წყაროების მოპოვებასა და უსდ-ების ცნობადობის ამაღლების შესაძლებლობას.
სამომავლოდ, კლასტერში უნდა რეალიზდეს სწავლის და კვლევის ერთიანობის პრინციპი, რაც აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს თავისუფალი აკადემიური სივრცის შექმნისათვის. ამ პრინციპების განხორციელება კვლევისა და სწავლების პროცესში, რაც უფრო სიღრმისეულსა და მრავალფეროვანს გახდის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას, მასშტაბურ საზოგადოებრივ დატვირთვას შესძენს სამეცნიერო-კვლევით მიღწევებს. ეს ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების ნაყოფიერ გამოყენებას საზოგადოებრივი დანიშნულებით.
ახალ აკადემიურ ორგანიზაციულ სტრუქტურებს სიახლე შემოაქვთ უსდ-ების ინსტიტუციონალურ მოწყობაში. უსდ-ების საერთო ორგანიზაციის ქვეშ ახალი სტრუქტურები, ძველთან თანამშრომლობით, უშუალო ზეგავლენას ახდენენ უსდ-ების სტრატეგიულ განვითარებაზე და პროფილირებაზე. კვლევისა და სწავლების ორგანიზაციის ახალი ფორმები, ამ შემთხვევაში, არ არიან ორგანიზაციული სტრუქტურების შემადგენელი ნაწილის უბრალო ჯამი. ისინი გამოდიან, როგორც იმპულსის მიმცემები უსდ-ების საერთო განვითარებისთვის და უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებენ ახალ ინტერდისციპლინურ თემებს და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პრობლემებს.
მიმდინარე წლიდან გათვალისწინებულია, რომ კლასტერის ფუნქციონირებაში ჩაერთონ აწსუ-ს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების მსგავსი სტრუქტურული ერთეულები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და პროფესორები, რის შედეგად, პროექტს ეყოლება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კონსულტანტები და უშუალო მონაწილეები.
კლასტერის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, თამარ მეფის ქ.59, XXII კორპუსი, აწსუ საბიბლიოთეკო კორპუსი, მეოთხე სართული.