2022 წლის 2-10 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით ტარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული (იხ.მიბმული ფაილები). კვირეულის ფარგლებში ჩვენს უნივერსიტეტში საჯარო ლექციას ჩაატარებს სამართლის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ჭაბუკი ჭეიშვილი. ლექცია ჩატარდება 7 დეკემბერს 13 საათზე, #1114 აუდიტორია.
2022 წლის 28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულებამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართა საჯარო ლექცია თემაზე - „მტკიცების ტვირთი დეონტოლოგიურ ეთიკაში“.
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2023 წლის 9 იანვრიდან და გაგრძელდება 13 იანვრის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
6 დეკემბერი, აწსუ
სტუმრების მასპინძელია აწსუ, ბიზნესის ,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის მიმართულება
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში.
იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც წერილობითი პოზიციის საფუძველზე შეირჩა 8 საუკეთესო გუნდს შორის და გადავიდა ზეპირ რაუნდში.