სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2011 წელს, ჟურნალისტიკის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი კვლევითი ცენტრის და პოლიტოლოგიის კათედრების გაერთიანებით. 2012 წლიდან დეპარტამენტი ახორციელებს საბაკალავრო პროგრამას „სოციალურ მეცნიერებებში“ (მასობრივი კომუნიკაციების (ჟურნალისტიკის) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მოდულებით) და სამაგისტრო პროგრამებს „ჟურნალისტიკა“ და „საჯარო მმართველობა“, ასევე მაინორ პროგრამებს: „ჟურნალისტიკა“; „პოლიტიკის მეცნიერებები“ და „საერთაშორისო ურთიერთობები“.
ჟურნალისტიკის მიმართულება
„ჟურნალისტიკის“ სპეციალობაზე მიღება იწყება 1991 წლიდან, რომელსაც აკადემიურად უზრუნველყოფთა ჟურნალისტიკის კათედრა, რომელიც 2006 წელს ჩამოყალიბდა ჟურნალისტიკის დეპარტამენტად, ხოლო 2011 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში ჟურნალისტიკა შევიდა, როგორც მიმართულება. დღეისთვის სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის „ჟურნალისტიკის“ მოდულის და ჟურნალისტიკის სამაგისრო პროგრამის სტუდენტებისთვის დეპარატამენტთან ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მედია-ლაბორატორია.
პოლიტოლოგია
პოლიტოლოგიის კათედრა ჩამოყალიბდა 1992 წელს ისტორიის ფაკულტეტზე. 2006 წლიდან გაერთიანდა „მსოფლიო ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ დეპარტამენტში, ხოლო 2011 წელს „სოციალურ მეცნიერებათა“ დეპარტამენტში და, ამჟამად აკადემიურად უზრუნველყოფას სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ მოდულის და „საჯარო მმართველობის“ (minor) მაგისტრატურის საგანმანათლებლო და „პოლიტიკის მეცნიერებების“ დამატებითი პროგრამის განვითარებას.
საერთაშორისო ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი შეიქმნა 1995 წელს, რომელიც ახორციელებდა „საერთაშორისო ურთიერთობების“ სპეციალობის სასწავლო პროგრამას. 2005 წლიდან მას ჰქვია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი. 2006 წ. შეიქმნა „მსოფლიო ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ დეპარტამენტი. 2011 წლიდან არის „სოციალურ მეცნიერებათა“ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული/მიმართულება და, ამჟამად აკადემიურად უზრუნველყოფას სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის „საერთაშორისო ურთიერთობების“ მოდულის და „საჯარო მმართველობის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო და „საერთაშორისო ურთიერთობების“ დამატებითი (minor) პროგრამის განვითარებას.
დეპარტამენტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გოგბერაშვილი.