ეკონომიკის დეპარტამენტი სათავეს იღებს 1933 წ. ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან. მისი ისტორიული ფესვები იწყება ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნიდან და აერთიანებს ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (შემდგომში, სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში, ტექნიკური უნივერსიტეტი) „პოლიტიკური ეკონომიის“ კათედრებს.
1975-1985 წლებში, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფუნქციონირებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტის ქუთაისის ფილიალი, სადაც სასწავლო-სამეცნიერო პროცესს აკადემიურად უზრუნველყოფდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა.
1992 წლიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფინანსებისა და კრედიტის“ სპეციალობის მიღებიდან ეკონომიკური თეორიის კათედრა გახდა დასავლეთ საქართველოში ეკონომისტთა მომზადების ერთადერთი კერა, რომლის წიაღში შეიქმნა ჯერ „ფინანსებისა და კრედიტის“, ხოლო შემდეგ „აღრიცხვისა და აუდიტის“ კათედრები. 2002 წლიდან დაიწყო მიღება „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების“ სპეციალობაზე, რომელსაც აკადემიურად უზრუნველყოფდა „ეკონომიკური თეორიის“ კათედრა.
2004 წელს, ეკონომიკური პროფილის კათედრის გაერთიანებით შეიქმნა ეკონომიკის დეპარტამენტი. 2006-2010 წწ. ხდება დეპარტამენტის გამსხვილება. 2011 წელს დეპარტამენტს გამოეყო ბიზნესის ადმინისტრების დეპარტამენტი, ხოლო ცალკე აკადემიურ სტრუქტურად ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტები. 2015 წლის ივნისიდან დეპარტამენტს გამოეყო ტურიზმის მიმართულება და ის დღეს „ეკონომიკის“ დეპარტამენტად გვევლინება, რომელშიც შედის ორ მიმართულება: ეკონომიკა და სტატისტიკა.
ეკონომიკის დეპარტამენტი აკადემიურად, ძირითადში, უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის „ეკონომიკის“ პროგრამას. მისი ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი შოთა ლომინაშვილი.