სამართლის დეპარტამენტი 2005 წელს ჩამოყალიბდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის კათედრების რეორგანიზაციის შედეგად. ამჟამად, იგი ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსხვილი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულია, რომელიც აკადემიურად უზრუნველყოფს სამართლის საბაკალავრო, „საჯარო“ და „სისხლის“ სამართლის სამაგისტრო პროგრამების განხორციელებას.
როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონის ღონისძიებებში, მათ შორის, აქვთ განსაკუთრებული მიღწევები იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, დებატებში, ტრენინგებსა თუ პრაქტიკულ სემინარებში და სამართლის ოლიმპიადებში.
დეპარტამენტთან ფუნქციონირებს „იურიდიული“ და „მედიაციის“ კლინიკა და კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ-უნარ ჩვევებს ეუფლებიან, როგორც ქართველი ასე უცხოელი სპეციალისტების დახმარებით.
დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფესორი მამუკა შენგელია.
# | სახელი და გვარი | აკადემიური თანამდებობა | CV |
1 | ეკატერინე ნინუა | ||
2 | თამილა ხურციძე | ||
3 | ია ჩხეიძე | ||
4 | ირაკლი შენგელია | ||
5 | კობა ბუაძე | ||
6 | მამუკა შენგელია | ||
7 | მანანა კოპალიანი | ||
8 | ომარ მინდაძე | ||
9 | რობინზონ ხურცილავა |