სამართლის IV კურსის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში

მიმდინარე წლის 1 ივლისს, ფაკულტეტის ინიციატივით, განხორციელდა სამართლის მეოთხე კურსის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. შეხვედრის ფარგლებში, პროკურორებმა სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება გააცნეს.

უწყების თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, სტუდენტებმა, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების, პრაქტიკის და დასაქმების პრინციპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ პროკურატურას აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და მოტივაციას.