თანამედროვე განვითარების ეკონომიკურ, სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებზე მიძღვნილი კონფერენციის შესახებ

2021 წლის 16-17 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები".

კონფერენციაში როგორც ქართველი, ისე უცხოელ მეცნიერებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადეგნლობამ საქართველში დოქტორ ღასან ხალილის ხელმთღვანელობით და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ პროფესორ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით.
კონფერენცია გახსნა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფორ ნანა შონიამ და მისასალმებელი სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ როლანდ კოპალიანს. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა რექტორის მოადგილე, ბატონი შალვა კირთაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
პლენარულ სხდომაზე ორი მოხსენება იყო წარდგენილი, პირველი - „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში რეფორმების მიმდინარეობა, გამოწვევები და მოსალოდნელი შედეგები“ (მომხსენებელი, პროფესორი დავით ნარმანია) და მეორე - „ინვესტირება ბავშვის უფლებებში - საუკეთესო ინვესტიცია ქვეყნის მდგრად განვითარებაში“ (მომხსენებელი დოქტორი ღასან ხალილი). ორივე მოხსენება წარმოადგენდა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს აქტუალურ საკითხს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო ხედვებზე.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავა შემდეგმა სექციებმა:
 თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები;
 ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები;
 ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება;
 სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
 ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები;
 საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები;
 ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები.
კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდული წესით, სულ მონაწილეობა მიიღო 73 მონაწილემ და წარმოდგენილი იყო 53 სტატია, სადაც ძირითადი აქცენტები გამახვილებული იყო რეგიონში არსებულ პრობლემეზე და მის აღმოფხვრის გზებზე.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მოხდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობა:
I. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება;
II. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი დოქტორ ღასან ხალილის „ბავშვის უფლებების“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია;
III. ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების სამგისტრო პროგრამის ორ-ორი მაგისტრანტებისთვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური სკოლის დამფუძნებლის, გივი სანიკიძის სახელობის სტიპენდიის დანიშვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები განაპირობა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის, ღასან ხალილის მიერ განხორციელებულმა არაერთმა აქტივობამ, რომლებმაც აამაღლა როგორც უნივერსიტეტის იმიჯი, ისე სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების კომპეტენციები ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში. ბატონი გივი სანიკიძე, კი იყო პიროვნება, რომელმაც 1975 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათერდის ფილიალი და იმ დღიდან მუდმივად ავითარებდა ეკონომიკურ სკოლას როგორც ინსტიტუტის, ისე იმერეთის რეგიონის მასშტაბით. მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ეკონომისტების აღზრდასა და კარიერულ განვითარებაში.
თანამედროვე განვითარების ეკონომიკურ, სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებზე მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის სექტემბერში და ელოდება მეტ სიახლეებსა და პარტნიორებს.