TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით, აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით, იწყება საქართველოში ბიზნესფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება − ბიზნესქეისების კონკურსი 2021.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას, რაც რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა.
შეჯიბრება სამ ეტაპად გაიმართება და გუნდები იბრძოლებენ საკუთარი უნივერსიტეტების სახელით. თითოეულ ეტაპზე იმუშავებენ ჰარვარდის ბიზნესქეისზე, შედეგებს კი საქართველოში მაღალი რანგის მენეჯერებს წარუდგენენ, რომლებიც სამ გამარჯვებულ გუნდს ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლენენ.
შეჯიბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე