აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია ”შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები: COVID-19 პანდემიის კონტექსტი” გაიმართა. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის 111-მა წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენცია ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგრანტო პროექტის "COVID-19 და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების" ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი პროფ. თამილა არნანია-კეპულაძე, პროექტის კოორდინატორი პროფ. დალი სოლოღაშვილი) ჩატარდა.
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძემ, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ, პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამილა არნანია-კეპულაძემ და ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა მაია მურუსიძემ გახსნეს.
მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. კონფერენცია გამოირჩეოდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების მაღალი აქტივობით.