მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2022"

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2022 წლის 30 სექტემბერს ატარებს ფაკულტეტის 30 წლის იუბილესთან მიძღვნილ მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები – 2022".

სამეცნიერო სექციები:

• თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები;
• ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები;
• ენერგოუსაფრთხოება, ენერგეტიკის ეკონომიკური ასპექტები და რეგულირება;
• სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
• ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები;
• თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები;
• საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები;
• ბავშვთა უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები.

კონფერენციის ჩატარების თარიღი:
30 სექტემბერი, 2022 წ.
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო თარიღი:
15 ივლისი, 2022 წ.
სტატიის გამოგზავნის ბოლო თარიღი:
15 აგვისტო, 2022 წ.
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური

ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში!