2022 წლის მაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თამილა არნანია-კეპულაძე მასარიკის უნივერსიტეტის (ბრნო) მიწვევით იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი იყო ჩეხეთში მაცხოვრებელი ქართველი ემიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა მასარიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსთან პროფ. მონიკა იანდოვასთან, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორთან დანა სტანკოვასთან, ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორთან მიკულა შტეფანთან და სხვ.
შეხვედრებზე განხილული იყო აწსუ-ს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მასარიკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. შეხვედრების შედეგად დაიგეგმა სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ შორის ერთობლივი კვლევების განხორციელება როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების ჩართულობით.
პროფესორი თამილა არნანია-კეპულაძის ვიზიტის კვლევითი ნაწილის ფარგლებში განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველ მიგრანტებთან შეხვედრები მათი მდგომარეობისა და პრობლემების შესწავლის მიზნით, ქართველ მიგრანტთა დამსაქმებლებთან საუბრები. ვიზიტის ბოლოს შედგა შეხვედრა საქართველოს კონსულტთან ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალბატონ ჯულიეტა სვანიძესთან.