ბიოლოგიის დეპარტამენტი 2005 წლიდან ბოტანიკა-ეკოლოგიის, ზოოლოგიის, ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის, ზოგადი ბიოლოგიის კათედრების სამართალმემკვიდრეა. ბოტანიკა-ზოოლოგიის, ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრები არსებობდნენ 1933 წლიდან დღიდან ინსტიტუტის დაარსებისა (შემდგომში უნივერსიტეტი). ბიიოლოგიის დეპარტამენტი ემსახურება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის - ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ბიომეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებს; ბიოლოგიისა და ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებს; ნეირომეცნიერებების სადოქტორო პროგრამას; მედიცინის ფაკულტეტის სამკურნალო, სტომატოლოგიურ და ფარმაციის სპეციალობებს. დეპაერტამენტში სასწავლო და სამეცნიერო მუშაობას წარმართავენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი თეიმურაზ ნანეიშვილი, პროფესორი რენიკო საკანდელიძე, 17 ასოცირებული პროფესორი. კათედრის დაქვემდებარებაშია მრავალი კაბინეტ-ლაბორატორია, ჰერბარიუმი; ფუნქციონირებს დეპარტამენტთან არსებული სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება. კათედრებს ხელმძღვანელობდენ დოცენტები: გიორგი კოკოჩაშვილი, ნინო მანგალაძე, რუსუდან თუთბერიძე, პროფესორი ა. გოცირიძე. ზოგადი ბიოლოგიის კათედრას 1996 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან ბიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი შოთა ჯინჯოლია.