კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი შეიქმნა 2006 წლის 17 მაისს ქ. ქუთაისში არსებული ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შეერთების შედეგად და მასში გაერთიანდა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის კათედრა და ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი (დეპ. ხელმძღვანელი: ფმმდ, აკ. გირგვლიანი). ეს უკანასკნელი ფუნქციონირებს 2004 წლის 30 აპრილიდან და შეიქმნა მანამდე არსებული სამი კათედრის ბაზაზე: ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა (კათ. გამგე: ტმკ, თ. ფესტვენიძე)-ფუნქციონირებს 1984 წლიდან, ავტომატიკისა და ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის კათედრა (კათ. გამგე: ტმდ, ა. ბარდაველიძე) – ფუნქციონირებს 2000 წლიდან, ინფორმაციული სისტემების კათედრა (კათ გამგე: ტმკ, დ. ზაუტაშვილი) – ფუნქციონირებს 2000 წლიდან.
დეპარტამენტში გაერთიანებულ თითოეულ კათედრაზე წარმოებდა აბიტურიენტთა მიღება შესაბამისი სპეციალობებით: ინფორმატიკა - უცხო ენა (კვალიფ. – ინფორმატიკოსი), გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზირებული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა (კვალიფ.-ინფორმატიკოსი), მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია (კვალიფ.–ინჟინერ-ტექნოლოგი), საინფორმაციო სისტემები ეკონომიკასა და ბიზნესში (კვალიფ.-ეკონომისტ-ინფორმატიკოსი). ყველა სპეციალობით ფუნქციონირებდა და დღემდე ფუნქციონირებს მაგისტრატურა. კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა საფინანსო-ეკონომიკურ, მმართველობით და საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში.
დღეისათვის დეპარტამენტი აერთიანებს 39 თანამშრომელს. მათ შორის: 3 სრული პროფესორი, 11 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ პროფესორი და 24 სხვადასხვა კატეგორიის ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტია. კათედრის სრული დატვირთვა 2016-2017 სასწავლო წელს შეადგენდა 42037 საათს, მათ შორის 27020 სამეცნიერო და 15017 საათი სასწავლო (სააუდიტორიო -10040)