გეოგრაფიის დეპარტამენტი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსების დღიდანვე   ფუნქციონირებს გეოგრაფიის დეპარტამენტი, რომლის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ცნობილ აკადემიკოსებს: ალ. ჯავახიშვილს, გ. ძოწენიძეს, ალ. ჯანელიძეს, მ. საბაშვილს, ლ. მარუაშვილს.
ამჟამად დეპარტამენტში მოღვაწეობს  7 პროფესორი და 4 მოწვეული სპეციალისტი. დეპარტამენტში მოქმედებს უმაღლესი განათლების  სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურადა დოქტორანტურა) სასწავლო პროგრამა, რომელსაც ეუფლება 150-მდე სტუდენტი და  4 დოქტორანტი.
გეოგრაფიის სპეციალობის კურსდამთავრებულებს დასაქმების ფართო სპექტრი გააჩნიათ და შეუძლიათ იმუშაონ საჯარო და კერძო სკოლებში, დაცულ ტერიტორიებზე, ტურისტულ ორგანიზაციებში, მიწათმოწყობისა და ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსხურებში.
სტუდენტები სწავლის მთელ პერიოდში, გარდა თეორიული კურსისა, გადიან საველე-სასწავლო პრაქტიკას არა მარტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც (თურქეთი) და ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება ამ პრაქტიკების შემაჯამებელი კონფერენცია და ფოტოგამოფენა.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ოთარ ჩხეიძე პროფესორი
2 ციცინო დავითულიანი ასოცირებული პროფესორი
3 დალი მიქაუტაძე ასოცირებული პროფესორი
4 ია იაშვილი ასოცირებული პროფესორი
5 ნანა ბლიაძე ასოცირებული პროფესორი
6 მზია კუბეცია ასოცირებული პროფესორი
7 აბელ მახარაძე ასოცირებული პროფესორი