საერთაშორისო კონფერენცია - „ჯგუფები და ტოპოლოგიური ჯგუფები“

მ/წლის  15-16 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა  საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „ჯგუფები და ტოპოლოგიური ჯგუფები“.  
აღნიშნული კონფერენცია 1972 წლიდან ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.  2018 წელს კი კონფერენცია  ქუთაისში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის, იტალიის, უნგრეთის, მექსიკის, ირანის, ავსტრიისა და საქართველოს შესაბამისი დარგის ცნობილმა მეცნიერებმა.