მედიცინის ფაკულტეტის ტრადიციული საგანმანათლებლო შეხვედრები ქუთაისის სკოლებში ამჯერად კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გაგრძელდა. მომავალი ჯარისკაცების ცხოვრების წესი ხომ თითოეული დღე მავნე ჩვევების გარეშეა, ამიტომაც, იყო განსაკუთრებულად აქტიური აუდიტორია იმედა ქურციკიძისა და სალომე ჩიხლაძის საჯარო ლექციაზე: „თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა ორგანიზმზე“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო სამედიცინო თემების შესახებ მსგავსი ტიპის შემეცნებით ლექციებზე პერმანენტულად დასწრების სურვილი გამოხატეს.