2019 წლის 25 მაისს აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენცია უკვე მერვედ ჩატარდა, კონფერენციის მიზანია მომავალ ექიმებს გამოუმუშავოს დამოუკიდებელი კვლევისა და მიღებული შედეგების პრეზენტაციისა და დაცვის უნარი, შესძინოს მათ სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადებისა და მასში მონაწილეობის ჩვევები.
ამჯერად, კლინიკური და თეორიული მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი სესიების პარალელურად, მუშაობდა სექცია სკოლის მოსწავლეებისათვის „მომავალიმედიკოსები“, ორი„ვორკშოპი“ კლინიკურ უნარებში: Basic Life Support–First Aid (კოორდინატორები: ლევან დათიაშვილი,მარი როდონაია), ინგლისურენოვანი „PBL-სესია“ (ტუტორი: თამთა პერტაია). კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ირინე ფხაკაძე, მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო სექციის ხელმძღვანელი თამარ ვალიშვილი. მასპინძელიუნივერსიტეტისმსგავსადაქტიურობდნენბათუმისშოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ჟიურის შემადგენლობაში აწსუ აკადემიურ პერსონალთან ერთად მუშაობდნენ კლინიცისტები,მათ ცოცხალი დიკუსიის რეჟიმში წარმართეს მომხსენებელთა გამოსვლები, გამოავლინეს საუკეთესო შრომები,რომელთა ავტორებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.