2019 წლის 18-19 ნოემბერს ლონდონში ჩატარდა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების საერთაშორისო მე-11 კონფერენცია COPD 2019, რომლის საორგანიზაციო მოსამზადებელი სამუშაოებისა და შემაჯამებელი ანალიზის ჩატარებაში კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების სტატუსით აქტიურად იყვნენ ჩართულები აწსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირინე ფხაკაძე და ამავე ფაკულტეტის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი ქეთევან ჯუღელი.
მათ მიერ კონფერენციაზე წარდგენილი იქნა აწსუ მედიცინის ფაკულტეტისა და დ. ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადებული შრომა ”ამბულატორიული ასთმის COPD დიაგნოსტირებისა და მართვის გაუმჯობესება - „Improving Diagnosis and management of Ambulatory Asthma COPD“.