მიმდინარე წლის 7-8 დეკემბერს დავოსში (შვეიცარია) ოსტეოსინტეზის შემსწავლელი ასოციაციის მასწავლებელთა სემინარის (AO TESA Faculty Seminar) მუშაობაში მონაწილეობდა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი მიხეილ შავგულიძე, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება „ბარძაყის პერიპროთეზულ მოტეხილობათა ქირურგიული მკურნალობის შესახებ“.
აღნიშნული ტიპის შეხვედრებში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლების პროგრამების განხორციელების პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.