მედიცინის პროგრამების აკადემიური უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარება, ამ მიზნით აწსუ მედიცინის ფაკულტეტზე ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები, ტრენინგები.
შეხვედრები პერსონალთან მიმდინარეობს უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ტრენინგ- ცენტრში სწავლების თანამედროვე და შეფასების მეთოდების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის შექმნილი ტრენინგ მოდულების ფარგლებში: - „სწავლების ახალი მეთოდები სამედიცინო განათლებაში - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“ - „შეფასების ახალი მეთოდები სამედიცინო განათლებაში - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა OSCE /ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა /OSPE“.
აღნიშნულ ტრენინგ კურსებზე გაზიარებულ იქნა AMEE (International Association for Medical Education, https://amee.org) პრეზიდენტის, სამედიცინო განათლების საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, პროფესორ ტრევორ გიბსის მიერ ჩატარებული AMEE-ESME სასწავლო კურსების "ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში", „სასწავლო კურსების შეფასება“ მიმდინარეობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ესწრებოდნენ აწსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა კორძაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელი ირინე ფხაკაძე.