აწსუ მედიცინის ფაკულტეტის ღია ლექციების ონლაინ სივრცეში ნამდვილად იქმნება აკადემიური საზოგადოება, ამჯერად აღნიშნულ სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი -კახაბერ ლაზარაშვილი საუბრობდა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) წარმატებებზე, სამედიცინო განათლების მოდელზე, ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და ონლაინ სწავლების გამოწვევებზე.
კახაბერ ლაზარაშვილი
განათლების მეცნიერებათა დოქტორი-საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი- UCL,
ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის საპატიო წევრი FHEA,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი FRSPH,
ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი,
ჯანდაცვის მენეჯმენტის ხარისხის მოდულის ხელმძღვანელი- Arden University (UK)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი