მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო I ონლაინ კონფერენცია

ელექტრონულ სწავლებას უმაღლესი განათლების სფეროში ნამდვილად მოჰყვა ახალი გამოწვევები, მეტი მოქნილობა განათლებაში, დროის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა, ონლაინ აკადემიური საზოგადოების შენება და რაც მთავარია, თითოეულ სტუდენტში ავტონომიერობის შეგრძნების განვითარება.

სწორედ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ ონლაინ სივრცეში, 2020 წლის 1ივნისს  სტუდენტთა სამედიცინო-სამეცნიერო I ონლაინ კონფერენცია  „COVID-19 და მსოფლიო პანდემიაჩატარდა, პრიორიტეტული მიმართულებებით:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და COVID-19
  • კლინიკური მედიცინა და COVID-19

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა საჩვენებელი ონლაინ „PBL ტუტორიალი

უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით. აღნიშნულით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა სტუდენტებში კვლევითი უნარების გამომუშავებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაცნობიერების ხელშეწყობის მიზნით.