მედიცინის პროგრამების მაღალკურსელთა სტუდენტების ტრენინგ-კურსი მორგებულია პანდემიის მართვის პროცესში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია პირველადი ჯანდაცვის დონეზე COVID-19 მართვის პრინციპების გაცნობა და ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა შესაბამისი პაციენტების კონსულტირება და მონიტორინგი შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად;
ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება;გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია; აღნიშნულ საკითხებსა და უამრავ საინტერესო შეკითხვაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სტუდენტებმა ქეთევან ჯუღელის ლექციისგან.