მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების გადამზადების ტრენინგ-კურსის ფარგლებში პროფესორმა კახა ნურალიძემ განიხილა COVID-19 მძიმე შემთხვევების მართვის პრინციპები, ისაუბრა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის და იმ გამოწვევების შესახებ, რის წინაშეც დგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორი.