ნოდარ მაღლაფერიძე
"Proper Management of Patients with Confirmed COVID-19"
საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, რომელიც Covid-19 გამოწვეულ პამდემიასთან ასოცირებულ პრობლემებს ეძღვნება, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა, კლინიკა "ლჯ და კომპანიის“ დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ გამართა ლექცია "Proper Management of Patients with Confirmed COVID-19", რომელსაც ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები. ლექცია ეხებოდა კოვიდ ინფიცირებული პაციენტის სწორ მართვას და მსვლელობისას ხაზი გაესვა პაციენტის მენეჯმენტის მნიშვნელოვან საკითხებს ვირუსის დადასტურებიდან, სრულ გამოჯანმრთელებამდე. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ასევე სხვა დამსწრე საზოგადოებაში.