2021 წლის 16 იანვარს გაიმართა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამედიცინო-სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,COVID-19 და XXI საუკუნის მედიცინა“, რომლის ფარგლებში პარალელურად მუშაობდა 5 სესია საგანმანათლებლო პროგრამების: „სამკურნალო საქმე“, „მედიცინა+PBL“, „სტომატოლოგია“, „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“ და „ფარმაცია“ ორმოცდაათამდე სტუდენტის მონაწილეობით.
საგულისხმოა, რომ მონაწილეებს, მათ შორის პირველი კურსის სტუდენტებსაც, სრულიად ჰქონდეთ გააზრებული კვლევისა და ძიების როლი, მომავალი ექიმის, როგორც პროფესიონალის, ჩამოყალიბების პროცესში. თითოეული მათგანი ცდილობდა საკუთარი ხედვებისა და დასკვნების არგუმენტირებას. სესიებზე აქტიური დისკუსია გაიმართა COVID-19 პანდემიის აქტუალურ თემებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე, მკაფიოდ გამოჩნდა მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელი სტუდენტების აქტიური ჩართვა კოვიდთან ბრძოლაში, მათი შრომები დაფუძნებული იყო მათსავე თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ეყრდნობოდა არამხოლოდ სხვადასხვა წყაროებს, არამედ სტუდენტების მიერ ჩატარებულ კვლევებს. კონფერენცია იყო აქტუალური, ნაყოფიერი, მთავარი ლოზუნგით „მეტი პოზიტივი COVID-19 ის წინააღმდეგ“