აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა სამედიცინო-სამეცნიერო III ონლაინ კონფერენცია „COVID-19 და მსოფლიო პანდემია” პრიორიტეტული მიმართულებებით:
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და COVID-19
• კლინიკური მედიცინა და COVID-19
• დისტანციური სამედიცინო განათლება.
ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს კლინიკური და თეორიული მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სესიების ფარგლებში. კონფერენციის მიმდინარეობის დროს გამართული დისკუსიები ხელს შეუწყობს სტუდენტებში საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ცოდნისა და კომპეტენციების გამომუშავებას.