აწსუ მედიცინის ფაკულტეტი ფსორიაზის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი საქართველოს ფსორიაზის ასოციაცია „ფსოჯორჯიასთან“ ფსორიაზის მსოფლიო დღის აღნიშნვნას შეუერთდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „ ჩვენ გავერთიანდით, ახლა ვიმოქმედოთ”.
ეს დღე 2004 წლიდან აღინიშნება, იმ მიზნით, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებს მივაწვდინოთ ფსორიაზით დაავადებული ადამიანების ხმა, გასაგები გავხადოთ, თუ რა არის ფსორიაზი, საშიშია თუ არა ის გარშემომყოფთათვის და დავეხმაროთ ადამიანებს სტიგმის დაძლევაში.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს არ უნდა უხდებოდეთ საზოგადოებისაგან გაუცხოების ატანა, მათ დაიმსახურეს უკეთესი მსოფლიო!