ინსულტის საერთაშორისო დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე

ინსულტის დღის აღნიშვნას საფუძველი 2006 წელს ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ჩაეყარა. დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრთან ერთად შეუერთდა ინსულტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, აღნიშულთან დაკავშირებით გაიმართა კონფერენცია თემაზე “ინსულტი და ინსულტის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები Covid-19 პანდემიის დროს”.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ირინე ფხაკაძის განცხადებით, ,,საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში საკმარისი არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, პრიორიტეტულია სტუდენტებში პროფესიონალიზმის კომპეტენციის მიღწევა, რისთვისაც აუცილებელია სტუდენტების მომზადება მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და ჯან¬დაც¬ვის სის¬ტე¬მის ეფექ¬ტიანო¬ბის ხელშემწყობ პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის.
პროფესიულ ასპექტებზე აქცენტირებას ემსახურება ის კურიკულუმის გარე აქტივობები, რომლებსაც მრავლად ვახორციელებდით ყოველთვის, პანდემიის დროს შევქმენით ონლაინ აკადემიური სივრცე, სადაც თითქმის ყოველ კვირაში გვქონდა ცოცხალი დისკუსიები მედიცინის დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. გვინდა, რომ ონლაინ აკადემიური სივრცე და დისკუსიები რეგულაციების დაცვით აუდიტორიებში გადმოვიტანოთ, ამის დასტურია დღევანდელი დღე, როცა ინსულტის საერთაშორისო დღეს ვუერთდებით კონფერენციით. ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული ევექსის ჰოსპიტლებთან ერთად. ჩვენი პროექტების აქტიური მხარდამჭერია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, აწსუ ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჯანელიძემ ჩვენთან საუბრისას შენიშნა: ,,სამწუხაროდ, მოსახლეობის განათლება ინსულტის შესახებ ძალიან დაბალია, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაა, მეტნაკლებად იგივეა მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ჩატარებული კვლევები აჩვენებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინსულტით კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო არა იმით, რომ პაციენტებს ეშინოდათ კლინიკებში არ დაინფიცირებულიყვნენ კოვიდით”, შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მიზანია - მომავალ ექიმებს ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი მოსახლეობის ინფორმირებულობაში, ინსულტის ნიშნების აღმოჩენასა და შეფასებაში, რადგან ამ დაავადების მკურნალობაში ყველაზე მნიშვნელოვანია დრო.
კონფერენციაზე თამარ ჯანელიძემ ისაუბრა ინსულტის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე Covid-19 პანდემიის დროს, ხოლო ინსულტის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები განიხილა ნეიროქირურგმა იაკობ ცერცვაძემ; სტუდენტებს COVID-19 ნევროლოგიურ გართულებებზე ესაუბრა ნევროლოგი გიორგი გიორგიძე. განსაკუთრებით საუნტერესოდ ჩატარდა Workshop დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგების ნანა გელენიძისა და გივი ბარბაქაძის დახმარებით, სადაც სტუდენტებმა საქართველოში ინსულტის ცნობიერების ამაღლების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.