10 ნოემბერი იმუნიზაციის საერთაშორისო დღეა

იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველ წელს 10 ნოემბერს აღნიშნავს იმუნიზაციის საერთაშორისო დღეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა იმუნიზაციასთან დაკავშირებით გამართა საჯარო ლექცია და ონლაინ დებატები, აუდიტორია შეხვდა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) დამოუკიდებელ ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები:
პოპულაციის განათლების დონე, არსებული სერვისების გამოყენების კულტურა, დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ.

#აიცერი
#ატარესამედიცინოპირბადე
#ვაქცინაციაგვიცავს