სტუდენტთა მიღწევებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათთან ინდივიდუალური მუშაობა, კურიკულუმის გარე შეხვდრები და საუბრები პროფესიული ასპექტების აქცენტირებით. ამ მხრივ გამორჩეული იყო დასავლეთ საქართველოს ეროვნული ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ვაშაყმაძის შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებთან.
სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კარდიოლოგიასა და კარდიოქირურგიაში არსებული თანამედროვე სერვისების შესახებ, მიიღეს პასუხები შეკითხვებზე, როგორ უნდა დაგეგმონ საკუთარი სწავლის პროცესი მედიცინის აღნიშნული მიმართულებით დაინტერესების შემთხვევაში და როგორ უნდა მოხდეს სტუდენტობის ადრეული წლებიდანვე მათი ინტეგრაცია რეალურ კლინიკურ გარემოში.