AMEE - International Association for Medical Education (https://amee.org) ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციაა, რომელსაც წელს არსებობის 50 წელი შეუსრულდა. 2019 წლის 20 მაისს აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოში - AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის სახით, აღნიშნულ ცენტრში დაიგეგმა ტრენინგები სამეცნიერო კვლევის, აკადემიური პერსონალის სწავლების უნარების შეფასების, სამედიცინო განათლების მენეჯმენტის, სიმულაციის და კლინიკური სწავლების საკითხებზე.
2019-2021 წლებში მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ირინე ფხაკაძემ აწსუ მხარდაჭერით წარმატებით გაიარა AMEE-ESME-ს ოთხი კურსი და მას მიენიჭა საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სერტიფიკატი, ხოლო 2022 წელს ირინე ფხაკაძე გახდა AMEE associate Fellow.
AMEE-სთან ასოცირებული სპეციალისტები აღიარებულნი არიან როგორც ეფექტური მკვლევარები და ლიდერები სამედიცინო განათლებაში, რომელთაც გამოავლინეს პასუხისმგებლობა ხელი შეუწყონ სტუდენტებისა და უმცროსი კოლეგების სწავლებას აკადემიურ და კლინიკურ გარემოში. ირინე ფხაკაძე, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაციისა და გაუმჯობესების პროცესებში. ის, როგორც AMEE სპეციალისტი და AMEE associate Fellow, ხელს შეუწყობს მედიცინის პროგრამების ინტერნაციონალიზაციას და სამედიცინო განათლების განვითარებას ჩვენს ქალაქში.