ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის - The Association of Medical Schools in Europe - ყოველწლიური კონფერენცია პირველად გასცდა ევროპის ფარგლებს, ამჯერად ის საქართველოში კვარიათში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანმა ევროპულმა და საერთაშორისო ინსტიტუციებმა WFME (World Federation for Medical Education), EUA-CDE (EUA Council for Doctoral Education), ORPHEUS-ის (The Organisation for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System).
მომხსენებლებს შორის იყვნენ სამედიცინო განათლების ლიდერები და საერთაშორო ექსპერტები. ქართულ სამედიცინო სკოლებს შორის მოხსენებებით იყო წარმოდგენილი აწსუ მედიცინის ფაკულტეტიც.