აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 2020 წლიდან ჩართულია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში და ახორციელებს ტრენინგ-მოდულებს იმერეთის 373 საჯარო სკოლის დირექტორებისა და 1119 ლიდერი მასწავლებლებისათვის. პროექტის ფარგლებში ტრენერთა გუნდის მიერ ჩაიწერა ვიდეოტრენინგები თემაზე"მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა".
აღნიშნული ტრენინგ-მოდულები ასახავს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს და მნიშვნელოვანია განათლების სფეროს წარმომადგენლების, სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლებისათვის.