2021 წლის 21 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში გაიმართა ტრენინგი, თემაზე:
ბავშვის უფლებათა კონვენცია, კოდექსი, განათლების უფლება.
ტრენინგს უძღვებოდნენ, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე და შორენა ტყემალაძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ: ქალაქ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები და მეთოდისტები. ტრენინგზე განიხილეს ბავშვის უფლებები სკოლამდელ დაწესებულებებში, გაიმართა დისკუსია და ჯგუფური მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. ტრენინგი შეაჯამეს პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამული ბუჭუხიშვილმა და „აიპ“ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ბატონმა დავით წიტაიშვილმა.