2021 წლის 20 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში გაიმართა ტრენინგი, თემაზე:
ბავშვის უფლებათა კონვენცია, კოდექსი, განათლების უფლება.
ტრენინგს უძღვებოდნენ, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე და შორენა ტყემალაძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.
გაიმართა საინტერესო დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა ბავშვის უფლებებისა და განათლების საკითხებზე. ტრენინგის შეჯამებისას ხაზი გაესვა თემატიკის აქტუალურობას და მისი დანერგვის აუცილებლობას სწავლებაში.