2021 წლის 19 ოქტომბერს, აკაკი წერეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში გაიმართა ტრენინგი, თემაზე:
ბავშვის უფლებათა კონვენცია, კოდექსი, განათლების უფლება.
ტრენინგს უძღვებოდნენ, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე და შორენა ტყემალაძე.
ტრენინგში მონაწილეობდნენ, ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჯგუფს ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ქალბატონი მარინა სვანაძე
გაიმართა საინტერესო დისკუსიები და ჯგუფური მუშაობა ბავშვის უფლებებისა და განათლების საკითხებზე. მოსწავლეთა აქტიურობა იყო ძალიან მაღალი, მოსწავლეებმა ჩამოაყილებეს თავიანთი ხედვები აღნიშნულ საკითხებზე და მიიღეს მონაწილეობა გამართულ დისკუსიაში.