2021 წლის 2 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრში გაიმათა ტრენინგი, თემაზე:
ბავშვის უფლებათა კონვენცია, კოდექსი, განათლების უფლება.
ტრენინგს უძრვებოდნენ, ბავშვის უფლებათა ექსპერტები: ნატო ქობულაძე და შორენა ტყემალაძე, მადონა ბასილაძე
ტრენინგში მონაწილეობდნენ, ქალაქ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები და მეთოდისტები. ტრენინგზე განიხილეს ბავშვის უფლებები სკოლამდელ დაწესებულებებში, გაიმართა დისკუსია და ჯგუფური მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. ტრენინგი შეაჯამეს პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა მამული ბუჭუხიშვილმა და აიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ბატონმა დავით წიტაიშვილმა.