2021 წლის 16 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრში გაიმართა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილის ფილიპ კორის და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელის დოქტორ ღასან ხალილის შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან და პედაგოგიური ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, მამული ბუჭუხიშვილი. წარმოდგენილი იქნა ცენტრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და მომავალში ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა. ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებათა ცენტრისა და იმერეთის რეგიონის სკოლების თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე ქალაქ ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი შორენა ტყემალაძე) წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი, ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებზე და სკოლის თვითმართველობის მუშაობაზე ამ მიმართულებით.